ნუკრიანის დემოგრაფიული მდგომარეობა
14-15 წლის წინათ ნუკრიანში მაცხოვრებელთა რაოდენობა 3000 აღწევდა. დღეისათვის ეს რიცხვი 2553-მდეა შემცირებული.
1991 წლის შემდეგ ნუკრიანში უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა შეიქმნა, რაც გამოიწვია რთულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ, ასევე პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე მოვლენებმა. სოფლის ბევრმა მაცხოვრებელმა დატოვა საქართველოს ტერიტორია და უცხოეთში წავიდა სამუშაოს საძებნელად. დღეისათვის საგარეო მიგრაციები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო 15 წლის მანძილზე იკლო შობადობამ და მოიმატა გარდაცვლილთა რაოდენობამ (იხ. დიაგრამა). 2008 წელს სოფელში 10 ბავშვი დაიბადა. შემცირდა მოსახლეობის საშუალო სასიცოცხლო ასაკიც. იკლო 70 წელს გადაცილებული მცხოვრებთა რაოდენობამ.
სოფლის ექიმები გვატყობინებენ: რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული ენდოკრინოლოგიური გამოკვლევების შედეგებს: 190 ბავშვიდან 84-ს ჩიყვი აღმოაჩნდა, რის მიზეზადაც წყლის შემადგენლობა და რადიაციის მომატებული დონე სახელდება. საგრძნობლად იმატა გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურმა დაავადებებმა. უმუშევრობა კვლავ რჩება სოფლის მთავარ პრობლემად.
No comments:
Post a Comment