ჩვენს შესახებ

   

  პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა ქადაგიშვილი

  სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი.




  ჩვენ ვართ ნუკრიანის N1 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები. ამ პროექტზე ვმუშაობდით: ნინო ჩუთლაშვილი, ნინო ჯანგულაშვილი, მარიამ ბეჟაშვილი, მარიამ შაიშმელაშვილი, სალომე ჩერქეზიშვილი, ანა მახარაშვილი, გიორგი შუშტაკაშვილი, მარიამ ჩუთლაშვილი.

მარიამ შაიშმელაშვილი: მიყვარს წიგნების კითხვა და დროის სწორად გამოყენება.ვცდილობ სწავლას დიდი დრო დავუთმო.ჩემი სურვილია გამოვიდე ფსიქოლოგი.ამ პროექტით იმიტომ დავინტერესდი,რომ მომეცა შესაძლებლობა უკეთ გამეცნო ჩემი სოფელი.განსაკუთრებით მომეწონა სოფლის მოსახლეობასთან ურთიერთობა და მათგან ინფორმაციის მიღება. ადამიანებთან ურთიერთობის დროს დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ ეს  გამოცდილება გამომადგება არჩეულ პროფესიაში.

მარიამ ბეჟაშვილი: მასწავლებელმა ამ პროექტის შესახებ რომ გვითხრა , მაშინვე დავინტერესდი. პირველ რიგში იმიტომ რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს სოფელთან , მეორე - მე მიზიდავს ასეთ აქტიურ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ჩემი სწრაფვა არის რომ გავხდე ჟურნალისტი და ჩემი ინტერესები მის ირგვლივ ტრიალებს. ეს პროექტი დაკავშირებულია ამ პროფესიასთან, რადგან უნდა მოიძიო ინფორმაცია, აიღო ინტერვიუ ხალხისგან...ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია ჩემი აზრით არის სადაც ბოლომდე დაიხარჯები, იქნები მუდმივად მზადყოფნაში , გექნება ურთიერთობა სხვადასხვა პროფესიის ხალხთან. მე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მხიბლავს.

ნინო ჩუთლაშვილი: ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა. ამ პროექტის ფარგლებში მომიწია სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და მათგან ინტერვიუს აღება. მე ამ საქმიანობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა, რადგან ჩემი ოცნებაა წარმატებული ჟურნალისტი გავხდე.
   დღესდღეობით საქართველოში ბევრი ჟურნალისტია, მაგრამ მედია  მიკერძოებულია.თავიდან სწორედ ამის გამო გადავიფიქრე ჟურნალისტობა, რადგან ჩემი აზრით მედია უნდა იყოს თავისუფალი და გააშუქოს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. მაგრამ როდესაც კარგად დავფიქრდი, მივხვდი რომ მე ეს პროფესია ყველაზე მეტად მომწონდა, ეს ის იყო რაც მე მჭირდებოდა. ჩემი მიზანია გავხდე სამართლიანი ჟურნალისტი და მივცე სხვა ჟურნალისტებს მაგალითი.  მინდა რომ ჩემს ქვეყანაში სამართლიანი და საზოგადოებაზე მორგებული მედია არსებობდეს.        

ნინო ჯანგულაშვილი: მიზიდავს შენობები და არქიტექტურული ძეგლები.ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება არქიტრქტურას დავუკავშირო.ძალიან დიდი სურვილი მაქვს,სწავლა საზღვრებს გარეთ გავაგრძელო.ვიმოგზაურო ბევრ ქვეყანაში და გავეცნო მსოფლიოს არქიტექტურას.ძალიან მიყვარს მუსიკა.ხშირად ვმღერი და ვიცი კარგად გამომდის,ამიტომ ვცდილობ ეს ორი რამ ერთმანეთს შევუთავსო.
   ჩემი აზრით, წარმოდგენილი პროექტი იმსახურებს ყურადღებას.დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი გაიმარჯვებს და ამით ჩემი სოფელი მრავალი ადამიანისათვის საინტერესო გახდება. 

სალომე ჩერქეზიშვილი: მე დაინტერესებული ვარ ისტორიით განსაკუთრებით კი ისტორიის დამხმარე დისციპლინით- არქეოლოგიით.ასევე გატაცებული ვარ პოეზიით.ჩემი საყვარელი მწერალები არიან :ილია ჭავჭავაძე და იოსებ ნონეშვილი.
 ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რადგან უშუალოდ უკავშირდება ჩემს ინტერესებს.განსაკუთრებული სიამოვნება მომანიჭა სიღნაღის ეროვნულ მუზეუმთან  თანამშრომლობამ და ჩემს შოფელში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ნივთებმა.

No comments:

Post a Comment